ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიიღო ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს შეხვედრაში
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2019 20:54
ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიიღო ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს შეხვედრაში

10 ოქტომბერს, ვენეციაში, ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს 66-ე შეხვედრა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის დამოუკიდბელმა წევრმა, ეკა ბესელიამ.



დემოკრატიული არჩევნების საბჭომ განიხილა რეფერენდუმების კარგი პრაქტიკის განახლებული კოდექსი.



საბჭო სხდომაზე ასევე განიხილეს მოსაზრებების პროექტი საპარლამენტო სისტემაში არჩევნების თარიღის განსაზღვრაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების (ალბანეთი) შესახებ.



სხდომის მონაწილეები ასევე გაეცნენ საარჩევნო დავების გადაწყვეტის შესახებ მოხსენების პროექტს. ეუთო/ODIHR-ის წარმომადგენლებთან გაიმართა მოსაზრებების გაცვლა სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე. ეუთო/ODIHR-მა საბჭოს წარუდგინა ინფორმაცია საარჩევნო სფეროში მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის შესახებ.



ეკა ბესელიამ ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის ძირითადმა წევრმა.