პარლამენტში ხვალ მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2019 22:29
პარლამენტში ხვალ მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ

პარლამენტში ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ.

ვლადიმერ კაკაბაძის მოსმენა იურდიულ საკითხთა კომიტეტზე გაიმართება. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე 9 კანდიდატს მოუსმინა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად უზენაესის მოსამართლეობის 20 კანდიდატი წარუდგინა.

მოსმენების დასრულების შემდეგ, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.