მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში - ილია ჯიშკარიანი
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2019 23:46
მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში - ილია ჯიშკარიანი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“,  სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ დეპუტატ, ილია ჯიშკარიანის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც საავამდყოფოშია გადაღებული.

ილია ჯიშკარიანის ვიდეო ოჯახის წევრებმა ადვოკტთან საუბრის დროს  ჩაწერეს.

"მირჩევნია, რომ მკვლელობში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში. მე მიგალობია, ჩოხა მცმია და მიგალობია. მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა", - ამბობს ჯიშკარიანი ვიდეოში.

შეგახსენებთ, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.