საგარეო უწყება იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2019 10:19
საგარეო უწყება იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:

"იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტეგები