დღეს ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2019 10:40
დღეს ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს, 11 ოქტომბერს, 12:30 საათზე, „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

ტეგები