სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებას პირველი თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2019 10:49
სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებას პირველი თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა

სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო"-ს ფარგლებში, სირიაში პირველი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გააჟღერა.

ამასთან, მისივე ცნობით, 277 მოწინააღმდეგე იქნა განეიტრალებული.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სირიაში ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" დაწყების შესახებ განაცხადა. სამხედრო მოქმედებები მიმართულია თურქეთში აკრძალულიბ "ქურთების მუშათა პარტიისა" და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.

 

ტეგები