სოფიო ქაცარავა მოლდოვის დელეგაციას შეხვდა
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2019 11:08
სოფიო ქაცარავა მოლდოვის დელეგაციას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა მოლდოვის დელეგაციასთან, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების მექანიზმის შესასწავლად იმყოფება.

სოფიო ქაცარავამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე, მის პრიორიტეტულობაზე და ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე ისაუბრა.

„ხელისუფლების დღის წესრიგის უმთავრეს ადგილს დემოკრატიის კონსოლიდაცია იკავებს, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმ პოლიტიკურ გადაწყვტილებაზე ისაუბრა, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას გულისხმობს ქვეყანაში.

„ის შედეგი, რასაც ქვეყანამ მიაღწია და რაც აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, უწყებათაშორის კოორდინირებულ თანამშრომლობითა და ამ პროცესში პარლამენტის აქტიური როლით განხორციელდა. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მოლდოვის მთავრობასთან და გავუზიაროთ ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ტეგები