
ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, „რუმს ჰოტელში“ კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართება. სიმპოზიუმი ძუძუს კიბოს რადიოლოგიურ და გენეტიკურ სკრინინგს და მკურნალობას მიეძღვნება.
ონკოგენეტიკის, ონკოპლასტიკური ქირურგიის, ფარმაკოლოგიის მიღწევებისა და ონკოლოგიაში სამეცნიერო მიდგომების
მრავალდარგობრივ განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტები: პროფესორი ჯონ რობერტსონი - ძუძუს ქირურგი, პროფესორი მარკ სიბერინგი - ძუძუს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ლასლო თაბარი - რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კოორპორაციის პრეზიდენტი, პროფესორი ენტონი ჰოველი - ონკოლოგი, ერიკ რობერტსონი, FAHRAS პროგრამის ავტორი.
სიმპოზიუმი განკუთვნილია რადიოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, ქირურგებისთვის, გენეტიკოსებისთვის, გინეკოლოგებისთვის, მამოლოგებისა და ციტოპათოლოგებისთვის.
ტეგები
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |