მკერდის კიბოს ვაქცინა შესაძლოა 8 წელიწადში ხელმისაწვდომი გახდეს
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2019 20:02
მკერდის კიბოს ვაქცინა შესაძლოა 8 წელიწადში ხელმისაწვდომი გახდეს

მეიოს კლინიკის მეცნიერებმა შეიმუშავეს ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა.

როგორც ყველა ვაქცინა, ესეც იმუნური სისტემის - ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი მექანიზმის გააქტიურებას ახდენს. შედეგად ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემა კიბოს უჯრედებს ეკვრის და კლავს.

ეს ვაქცინა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთ ქალზე გამოსცადეს. მეიოს კლინიკის (ჯეკსონვილი, ფლორიდა) მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათი შექმნილი ამ უსაფრთხო ვაქცინის გამოყენება 8 წელიწადში დაიწყება და მისი საშუალებით ძუძუს და საკვერცხის კიბოს არა მხოლოდ შეჩერება, მისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნება.