13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2019 20:21
13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ტურისტული მგზავრობა და მეგობრებთან ერთად ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება გელით. შეიძლება მოდამ და პოპ-კულტურამ გაგიტაცოთ.

 

კურო - ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. სუფთა ჰაერი, ახლობლების გარემოცვა და დროის მხიარულად გატარება ენერგიით აგავსებთ.

 

ტყუპი - გაფრთხილდით, რთულ მოწინააღმდეგეებს ნუ გაეჯიბრებით. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაძლეობა.

 

კირჩხიბი - შეიძლება ახალი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ. საღამო მეგობრებთან შეხვედრა ფილოსოფიური საუბრების განწყობაზე დაგაყენებთ.

 

ლომი - საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მგზავრობა, სპორტული აქტიურობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

 

ქალწული - ხუმრობისა და ფლირტის დღეა. ეცადეთ, დღე სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ და გარშემო მყოფების მწარე კომენტარებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ.

 

სასწორი - დააკვირდით ყოველ ნიუანსს, როცა საქმე თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ან საქმეს ეხება. ზოგიერთი საქმის გადადება არ შეიძლება, ძალები მოიკრიბეთ და ამოქმედდით.

 

მორიელი - უამრავი საქმე გაქვთ შესასრულებელი და გარშემო მყოფების საქმეების გაკონტროლებაც მოგიწევთ. იმდენად იქნებით დაკავებული, რომ საყვარელი ადამიანისთვის ვერ მოიცლით.

 

მშვილდოსანი - ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება და ეცადეთ, ყველაფერს მშვიდად შეხვდეთ. საღამო საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. მშვიდი საუბარი და გარემო გესაჭიროებათ.

 

თხის რქა - რატომ გაინტერესებთ ყველას აზრი? აკეთეთ თქვენი საქმე და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ბოროტებს. საღამო მეგობრებთან ერთად, მხიარულად გაატარეთ.

 

მერწყული - ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ. კარგია ვარჯიში, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი და გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან.

 

თევზები - სანამ მნიშვნელოვნ ნაბიჯს არ გადადგამთ, თქვენთვის საინტერესო ადამიანის ყურადებას ვერ მიიქცევთ. იყავით დელიკატური და ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა.