კალიფორნიაში ცხოველების ცირკში გამოყენება აიკრძალა
ამობეჭდვა · 13 / 10 / 2019 11:02
კალიფორნიაში ცხოველების ცირკში გამოყენება აიკრძალა

აშშ-ში კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა 12 ოქტომბერს ცხოველების დაცვის შესახებ რამდენიმე კანონს მოაწერა ხელი.

მათ შორისაა ცხოველის ბეწვის და მისგან დამზადებული ტანსაცმლის და ნაკეთობების გაყიდვის აკრძალვა. გუბერნატორის გადაწყვეტილებით ასევე კალიფორნიაში აიკრძალა ცხოველების ცირკში გამოყენება.

„კალიფორნია აშშ-ში პირველი შტატია, რომელიც ცხოველების დაცვის საკითხებში ლიდერობს. დღეს ეს გულისხმობს ბეწვის გაყიდვის აკრძალვას. მაგრამ ჩვენ წავალთ უფრო შორს და ვეტყვით მთელ მსოფლიოს, რომ ველური ცხოველები მშვენიერნი არიან“, -განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა.

კალიფორნია ცხოველების ბეწვისგან დამზადებული ნივთების გაყიდვის შესახებ კანონი ძალაში 2023 წელს შევა.