„ირაკლი დეკანოიძეს ყოფილი ცოლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია“ - ბრალდებულის ადვოკატი
ამობეჭდვა · 13 / 10 / 2019 16:19
„ირაკლი დეკანოიძეს ყოფილი ცოლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია“ - ბრალდებულის ადვოკატი

ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის, ირაკლი დეკანოიძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს წარუდგენენ.

როგორც ადვოკატი ლარისა ჩადუნელი ამბობს, დეკანოიძეს ყოფილი ცოლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია.

„ირაკლი დეკანოიძეს ბრალი დღეს წარედგინება. ახლა უნდა შევიდე იზოლატორში და მოხდეს შეთანხმება. ფაქტია, რომ მომხდარია მძიმე დანაშაული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მას არ სურდა მისთვის სიცოცხლის მოსპობა. მისული იყო, რომ ბავშვებთან დაკავშირებით დალაპარაკებოდა. შემდგომ მოხდა შელაპარაკება“,- განაცხადა ადვოკატმა.

ხაშურში, 30 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე გუშინ დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.