24 საუკეთესო ევროპულ ფილმს შორის ორი ქართული ფილმი მოხვდა
ამობეჭდვა · 13 / 10 / 2019 16:33
24 საუკეთესო ევროპულ ფილმს შორის ორი ქართული ფილმი მოხვდა

სულ ცოტა ხნის წინ გამოვლინდა 24 ფილმი, რომელიც ევროპული კინოს განვითარების ცენტრმა (EFP) არაბულ კინოცენტრთან (ACC) თანამშრობლობით შეარჩია, რათა მათგან საუკეთესო Arab Critics Award-ის პრიზით დაჯილდოვდეს.

ფინალისტ 24 ევროპულ ფილმს შორის ორი ქართული ფილმიც მოხვდა: ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ “და დიტო ცინცაძის „შინდისი“. შერჩეულ ფილმებს არაბული სამყაროს ცამეტი სხვადასხვა არაბული ქვეყნის 42 კინოკრიტიკოსი ნახავს და მათგან ერთ საუკეთესო ევროპულ ფილმს გამოავლენს.

დაჯილდოება კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება, რომელიც წელს 20-29 ნოემბერს ჩატარდება.