იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 14 / 10 / 2019 10:51
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. მანამდე 33 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, 189 კი დაშავებულია.

სტიქიის ზონაში 136 ათას სახლს სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, 4,3 კი ელექტროენერგიის გარეშე.

ტაიფუნის გამო, რომელსაც თან ძლიერი ქარი და წვიმა ახლავს, ათობით მდინარე გადავიდა კალაპოტიდან. 

ქვეყნის 11 პრეფექტურაში მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სტიქიის გამო შეჩერებულია აეროპორტ ნარიტას მუშაობა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანი ამ დრომდე დროებით საცხოვრებელ ცენტრებში რჩება.

ტეგები