ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ლიდერებს გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯა
ამობეჭდვა · 14 / 10 / 2019 13:05
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ლიდერებს გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 9 კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს, 2017 წლის რეფერენდუმის საქმესთან დაკავშირებით, 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ შორისააკატალონიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ორიოლ ჟუნკერასი.

კიდევ სამი ბრალდებული დამოურჩილებლობისთვის ცნეს დამნაშავედ, თუმცა  მხოლოდ ჯარიმა დააკისრეს. თორმეტივე პოლიტიკოსი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. 

სასამართლოს განჩინების მერე, კატალონიის დამოუკიდებლობის ასობით მომხრე ქუჩაში გამოვიდა და "პოლიტიკური პატიმრების" გათავისუფლება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ 2017 წლის ნოემბერში კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმი გახდა.

სისხლის სამართლის დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო. კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა და მისმა ოთხმა მომხრემ ბელგიაში გაქცევა მოახერხა. 25 მარტს ის გერმანიაში დააკავეს, მოგვიანებით კი, გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

ტეგები