ესპანეთში კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერი გასცეს
ამობეჭდვა · 14 / 10 / 2019 18:08
ესპანეთში კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერი გასცეს

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო და ევროპული ორდერები გასცა.

სასამართლოს განმარტებით, ორდერები ამბოხებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებების საფუძველზე გაიცა.

ამ დროისთვის პუჩდემონი ბელგიაში ცხოვრობს. ის ამ ქვეყანაში 2017 წლის ბოლოდან იმყოფება.

ესპანეთის ხელისუფლებამ 2017 წლის ნოემბერში კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმი გახდა.

დღეს სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, მათ შორის კატალონიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ორიოლ ჟუნკერასს.

ტეგები