ფემიციდის თითოეული შემთხვევა არის უმძიმესი ტრაგედია - თამარ ჩუგოშვილი
ამობეჭდვა · 15 / 10 / 2019 13:47
ფემიციდის თითოეული შემთხვევა არის უმძიმესი ტრაგედია - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, გასულ კვირას მომხდარ ფემიციდის ფაქტს გამოეხმაურა. 

„მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ღონისძიებების წყალობით, რომელსაც პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთობლივად ატარებენ, გენდერული ძალადობის მაჩვენებლები და სახელმწიფოს რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე არის ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე ოდესმე და ასეთი დანაშაულების და ასეთი ტრაგიკული აღსასრულის მაჩვენებლები რაოდენობრივად შემცირებულია, თითოეული შემთხვევა არის უმძიმესი ტრაგედია და ყველას მეტი მოგვეთხოვება იმისთვის, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს მაქსიმალურად“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.