გიორგი ვოლსკი IPU-ს გენერალურ მდივანს, მარტინ ჩუნგონგს შეხვდა
ამობეჭდვა · 15 / 10 / 2019 14:00
გიორგი ვოლსკი IPU-ს გენერალურ მდივანს, მარტინ ჩუნგონგს შეხვდა

ბელგრადში, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IPU) ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ორმხრივი შეხვედრა გამართა IPU-ს გენერალურ მდივანთან, მარტინ ჩუნგონგთან.
 
შეხვედრაზე განიხილეს მომავალ წელს, თბილისში, ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალური კონფერენციის გამართვის დეტალები. გენერალური მდივნის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოსადმი  საერთაშორისო ნდობას და საგანგებო როლს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში, იოსებ ნანობაშვილი და სერბეთის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებული, ილია კობერიძე.