"ვისაც ან აღქმის პრობლემა ქონდა ან უნდოდა, რომ ასე გადაეთარგმნა კობახიძის ნათქვამი, თქვა და დანარჩენებმა გაიზიარეს ეს ნათქვამი"
ამობეჭდვა · 15 / 10 / 2019 19:25
"ვისაც ან აღქმის პრობლემა ქონდა ან უნდოდა, რომ ასე გადაეთარგმნა კობახიძის ნათქვამი, თქვა და დანარჩენებმა გაიზიარეს ეს ნათქვამი"

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც ირაკლი კობახიძის ნათქვამი სპეკულაციურად გამოიყენა, ან აღქმის პრობლემა აქვთ ან მათ ეს ჭირდებათ საკუთრი მიზნებისთვის. 

„ვინც იმ ეთერს უსმინა, საიდანაც სპეკულაციურად წამოიღეს ის ამბავი, რომ ირაკლი კობახიძემ თქვა, თითქოს გუშინ ვიღაც იყო ძალიან კარგი და დღეს არის პირიქით, იმ ადამიანს ყველას, აქვს აღქმის პრობლემები ან ბოროტულად, სპეკულაციურად ჭირდებათ რომ ასე თქვან. როდესაც შემდეგ სამი და ხუთწუთიანი ახსნა აქვს, იქ გერმანიის მაგალითები, როგორ იცვლება სისტემა, როგორ მოქმედებენ ადამიანები, რას იწვევს სისტემის შეცვლა ადამიანის ქცევაზე, როდესაც ამას ყვება ადამიანი და მერე ასე პრიმიტიულად გამოიტან გარეთ და იმეორებ მერე ყველა დებატში, ყველა გამოსვლაში, რომ გუშინ ვიღაც ცუდი იყო და დღეს არის კარგი, ან გაქვს აღქმის პრობლემა ან ასე გინდა რომ მოატყუო ხალხი“,-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.​