სენსაციური აღმოჩენა - ეგვიპტეში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს (ფოტოები)
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2019 23:38
სენსაციური აღმოჩენა - ეგვიპტეში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს (ფოტოები)

ეგვიპტეში, ასასიფის ტერიტორიაზე, აღმოაჩინეს საიდუმლო სამარხი, სადაც ხელუხლებელი სარკოფაგებია მოთავსებული. მეცნიერების ვარაუდით, ეს სარკოფაგენი ეკუთვნის ღმერთ ამონს და მის მსახურებს.

ამ დროისთვის აღმოჩენილია 20-მდე სარკოფაგი, რომელიც ჩვ.წ.აღ.10-8 საუკუნისაა. მათ შენარჩუნებული აქვთ პირვანდელი სახე, რადგან მიწა ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებულად მშრალია.

ახალი აღმოჩენის შესახებ უფრო კონკრეტულ განცხადებას მეცნიერები რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ, თუმცა არავინ დავობს, რომ აღმოჩენა მართლაც მნიშვნელოვანია.

მსგავსი მნიშვნელობის სიძველე ეგვიპტეში მე-19 საუკუნის შემდეგ აღარ აღმოუჩენიათ.

Association of Ancient Egypt Studies "Maat"-ს ფოტო.