წულუკიანი: პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2019 12:19
წულუკიანი: პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას

მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

თეა წულუკიანის თქმით, მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას.

მინისტრის მიიჩნევს, რომ ყველას მოვალეობაა, გამოძიების კითხვებს უპასუხოს.

„ როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსიტიციის მინისტრის, პოზიციაა და იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

როგორც 14 ოქტომბერს ზურაბიშვილმა განაცხადა, ის არ ფიქრობს, რომ შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ გამოკითხვაზე ისიც უნდა დაიბაროს.

ტეგები