პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატურას განხილვის გარეშე უყრიან კენჭს
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2019 13:03
პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატურას განხილვის გარეშე უყრიან კენჭს

საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტი განხილვის გარეშე უყრის კენჭს.

საკითხი ბიუროს სხდომაზე საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დააყენა.

ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.

ტეგები