გიგი წერეთელმა სერბეთის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები გამართა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2019 13:37
გიგი წერეთელმა სერბეთის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ბელგრადში სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, მაია გოიკოვიჩს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ანა ბრნაბიჩს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ივიცა დაჩიჩს, სერბეთში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ანდრია ორიციოს, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

ქვეყნის პირველ პირებთან ორმხრივ შეხვედრებზე გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში სერბეთის ჩართულობაზე ისაუბრა. მან ყურადღება რეგიონში დემოკრატიული განვითარების და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, სერბეთის როლზე გაამახვილა. მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლო დამოუკიდებლობის, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩართულობას. სერბეთის ოფიციალურმა პირებმა მადლიერება გამოხატეს ეუთოს აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნეს, რომ ერთობლივი პროექტების და რეკომენდაციების იმპლემენტაცია კიდევ უფრო დაჩქარდება. ასევე, გამოითქვა მზადყოფნა ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის გააქტიურების თაობაზე.

მაღალი დონის შეხვედრებზე, გიგი წერეთელი საქართველო-სერბეთის ორმხრივ ურთიერთობებსაც შეეხო და რეგიონული თანამშრომლობის, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებია გაღრმავების პრიორიტეტულობაზე ისაუბრა.

 

ტეგები