პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2019 14:02
პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა. მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყარეს კენჭი.ლილუაშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი წავიდა.

ლილუაშვილი თანამდებობაზე  6 წლის ვადით დამტკიცდა.

სუს-ის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

საპარლამენტო არჩევნებამდე ის თბილისის მერის მოადგილე იყო.

ტეგები