ირაკლი ბერაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2019 15:06
ირაკლი ბერაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა. კომისიის თავმჯდომარემ გერმანელ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ბერაიამ ელჩს კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გეგმები გააცნო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

„მნიშვნელოვანია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან, რუსეთთან ურთიერთობებში ყველა დონეზე და განსაკუთრებით უმაღლეს დონეზე, გაგრძელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხის დასმა. ასევე მნიშვნელოვანია გერმანული დონორი ორგანიზაციების ჩართულობა სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ ჰუბერტ ქნირშთან საუბრისას.



 

ტეგები