ნივთები ადამიანისთვის - სკანდინავიური ფუნქციონალური დიზაინის პოპულარულობის საიდუმლო
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2019 15:22
ნივთები ადამიანისთვის - სკანდინავიური ფუნქციონალური დიზაინის პოპულარულობის საიდუმლო

დასავლეთ მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს შორის სკანდინავია (უფრო ზუსტად, ჩრდილოეთ ევროპა - შვედეთი ნორვეგია, ფინეთი, დანია) ყოველთვის უფრო მეტად კეთილგანწყობილი იყო ფუნქციონალიზმის იდეის მიმართ.

ბებერი ევროპის ცენტრიდან და, შესაბამისად, პოლიტიკური და რელიგიური მოვლენებისგან მოშორებით მდებარეობამ ამ რეგიონს საშუალება მისცა, დამოუკიდებლად განვითარებულიყო. ასე რომ, ბევრი მოვლენა, რომელმაც გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში კრიზისი და ზოგჯერ სისხლისღვრაც მოიტანა, სკანდინავიაში ევოლუციის გზით განვითარდა. ისეთი უმძიმესი პერიოდიც კი, როგორიც იყორეფორმაციული მოძრაობა, სკანდინავიამ საოცრად მშვიდად გადაიტანა, ხოლო პროტესტანტიზმი რეფორმაციის გარიჟრაჟზევე იქცა მათ ძირითად სარწმუნოებად.
იფიქრებთ,რა შუაშია აქ ფუნქციონალიზმი?

საქმე ის გახლავთ, რომ ფუნქციონალიზმი არ გაჩნდებოდა, რომ არ ყოფილიყო ამ ხალხების პრაგმატიზმი, ეს უკანასკნელი კი ევროპაში სწორედ პროტესტანტიზმის გავრცელებამ მოიტანა, რომელიც დადებითად უყურებდა როგორც ადამიანის შრომას, ისე ადამიანის კეთილდღეობას.

ამას ემატებოდა ნორდიული რასის მშვიდი ხასიათი, ბუნების სიყვარული და ტრადიციების პატივისცმა, რამაც ХХსაუკუნეში სამყაროს აჩუქა არქიტექტურისა დადიზაინის ყველაზე დახვეწილი და ადამიანური ფორმა - ფუნქციონალური არქიტექტურა და დიზაინი.

ვქმნით ადამიანისთვის

ამ თეზისის დასტურადგამოდგება ფუნქციონალიზმის სკანდინავიური სკოლის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორისა და დიზაინერის, გენიალურიფინელი ოსტატის ალვარ აალტოს ნათქვამი, რომელიც შეიძლება, მის ერთგვარ კრედოდ ჩაითვალოს:„თანამეროვე არქიტექტურა რაციონალურია მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით. მისი მთავარი ნაკლია ის, რომ რაციონალიზმმა საჭირო სიღრმემდე ვერ შეაღწია. ის უნდა იყოს ფუნქციონალური, პირველ რიგში, ადამიანური თვალსაზრისით და არა - ტექნიკურით.“
აალტო კარგად აცნობიერებდა, რომ დროთა განმავლობაში არქიტექტურას უნდა მოეხდინა გარემოს ტრანსფორმირება ისე, რომ ის არ დაეთრგუნა.

მის ნამუშევრებში ლანდშაფტი და, თუ გნებავთ, გარემოს კლიმატური თავისებურებებიც კომპოზიციის სრულფასოვანი „მონაწილეები“ არიან.

აალტოს მისწრაფება, გამოიყენოს რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი სინათლე და, სამშენებლო კონსტრუქციის განსაკუთრებული საჭიროების გარდა, არ გადატიხროს სივრცე, სკანდინავიური ინტერიერის საკვანძო პრონციპად იქცა.

ელეგანტური მინიმალიზმი და ბუნებრივი მასალები, თავის უბრალოებით, დღემდე რჩება სკანდინავიური ინტერიერის საკვანძო პრინციპებად.

შესაძლოა, ამ სტილის პოპულარობის საიდუმლო სწორედ „ადამიანურობაში“ იმალება - იგისიმყუდროვეასაც ქმნის და არ აქცევს ადამიანს ინტერიერის დანამატად.

სკანდინავიელმა არქიტექტორებმა მე-20 საუკუნის დასაწყისშივე უარი უთხრეს ინტერნაციონალიზაციას - ანუ სტილს, ნებისმიერი ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე.
და როგორც წლების შემდეგ პრაქტიკამ აჩვენა, ეს სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. საქმე ის არის, რომ არქიტექტურა გარემოს

გაუთვალისწინებლად (ლანდშაფტი, ადგილობრივი კულტურის თავისებურებები) ეწინააღმდეგებოდა საკუთარ რაციონალურ საწყისს და ფუნქციონალიზმის პრინციპებს.

განვითარების გზაზე სკანდინავიურ დიზაინს არასდროს შეუცვლია თავისი მთავარი პრინციპი - ემსახუროს ადამიანს, პატივი სცეს მის არსებობას.

ასე რომ, ფორმულამ: ადამიანი+ფუნქცია+ტრადიცია სკანდინავიური სტილიდამოუკიდებელ მიმართულებად ჩამოაყალიბა, რომელიც დიზაინის სხვა სკოლებზე დღემდე ახდენს გავლენას.

კრიტიკოსები სკანდინავიური დიზაინის სამ თავისებურებას აღნიშნავენ:
1. ლაკონურობა, რაც იშვიათია იტალიელი თუ ამერიკელი დიზაინერების ნამუშევრებში;
2. პატარა სივრცესთან მუშაობის უნარი;
3. ბუნებრივი მასალების სიყვარული.

იგივე ალვარ აალტო, რომელიც არა მარტო სახლეგანთქმული არქიტექტორი, არამედ წარმატებული და გემოვნებიანი დიზაინერიც იყო, ირწმუნებოდა, რომ ხელოვნება - ეს არის ხის, ლითონის, მინისა თუ სხვა მასალების გაკეთილშობილების უწყვეტი პროცესი, მათი საუკეთესო თვისებების აღმოსაჩენად.

სწორედ ეს პრინციპია ხორცშესხმული აალტოს უნიკალურ ქმნილებაში, როგორიც არის სავარძელი Paimio (იგი შეიქმნა ფინეთის სამხრეთ-დასავლეთით, პაიმიოში თავად აალტოს პროექტით აშენებული სანატორიუმისთვის), რომელიც ჟანრის ნიმუშად იქცა - განსაკუთრებულად მოხერხებული და ნატურალური (დამზადებულია ფინური არყის ხის ფირფიტების პალაივუდით).
***
დიზაინის, მშენებლობისა და რემონტის შესახებ სასარგებლო ინფორმაციებს გაეცანით ვებგვერდებზე:
https://scaffolding.ge
https://www.goodworks.ge

 

ტეგები