"შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას არ შეგეკითხებით" - რას წერს გოგონას დედა, რომლის ჩაცმულობამ და ცეკვამ საზოგადოება აღაშფოთა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2019 16:47
"შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას არ შეგეკითხებით" - რას წერს გოგონას დედა, რომლის ჩაცმულობამ და ცეკვამ საზოგადოება აღაშფოთა

7 წლის გოგონას დედა, რომლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სკანდალი მოჰყვა, სოციალურ ქსელში იმ ადმიანებს მიმართავს, ვინც ბავშვი და მისი მშობლები სექსუალური ჩაცმისა და ბავშვისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო გააკრიტიკა:

"ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის," - წერს ქალბატონი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ვულგარულ ტანსაცმელში გამოწყობილი პატარა ქართველი გოგონა ცეკვავს. ვიდეოს საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

ვიდეოს უფლებადამცველები გამოეხმაურნენ და შსს-ს და სოციალურ სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდეს. უფლებადამცველ ბაია აპატარაიას განცხადებით, ბოლო დროს ძალიან მოიმატა საქართველოში პედოფილიის ბრალდებით დაკავებული პირების რიცხვმა და მშობლებს მეტი ყურადღება და სიფრთხილე მართებთ.

გოგონა, რომლის დედასაც საკუთარ პირად გვერდზე შვილის ფოტოები უდევს, მონაწილეობას სოციალური ქსელის ერთ–ერთ კონკურსში იღებდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ქორწილში გადაღებული ვიდეო, სადაც გოგონა ცეკვავს.აცვია ძალიან მოკლე გაბა, აქვს მაკიაჟი და ვულგარული მოძრაობებით გამოირჩევა.

guriismoambe.com

ტეგები