თბილისში მანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ სხვა მანქანებს - არის მსხვერპლი
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2019 21:19
თბილისში მანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ სხვა მანქანებს - არის მსხვერპლი

თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა, ამის შემდეგ კი სამ მანქანას შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტეგები