აშშ-ის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნებისთვის $1,6 მილიონს გამოყოფს
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2019 23:21
აშშ-ის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნებისთვის $1,6 მილიონს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნებისთვის და ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად 1,6 მილიონ დოლარს გამოყოფს

"საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა.

ყოფილხართ საქართველოს ეროვნულ პარკებში? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები", - აცხადებენ საელჩოში.

ტეგები