"მთავარი არხი" მიხეილ სააკაშვილის დედამ იყიდა
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2019 18:33
"მთავარი არხი" მიხეილ სააკაშვილის დედამ იყიდა

საქართველოს უნივერსიტეტმა ტელეკომპანია მთავარი არხის წილის 2% შეიძინა და კომპანიის საწესდებო კაპიტალში 200 000 დოლარს შეიტანს. ამის შესახებ "ნეტგაზეთი" წერს.

“მთავარი არხის” წილი საქართველოს უნივერსიტეტმა კახა ანჯაფარიძისგან იყიდა 2000 ლარის სანაცვლოდ.

ამჟამად “მთავარი არხის” საკონტროლო პაკეტს, 51%-ს ნიკა გვარმაია ფლობს, კახა ანჯაფარიძე – 42%-ს, საქართველოს უნივერსიტეტი – 2%-ს, გარდაცვლილი ნიკა რურუას შვილი მარი ანა რურუა 2.5%-ს, ხოლო ნიკა რურუას ძმა, ბიზნესმენი გიორგი რურუა – 2.5%-ს.

შ.პ.ს საქართველოს უნივერსიტეტის წილები შემდეგნაირად ნაწილდება: 12.5% ნიკოლოზ ალასანია, 37.5% გიული ალასანია (მიხეილ სააკაშვილის დედა), 50%-ს კი მანანა სანაძე.