19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2019 20:53
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - გარშემო უამრავი საინტერესო ხდება, დღეს უნდა შეეცადოთ, ყველაფერი მოასწროთ. ვალდებულებები ახლობლებს გადააბარეთ და თავად იმხიარულეთ.

 

კურო - იმდენი საქმე გაქვთ დღეს შესასრულებელი, რომ მოსაწყენად ვერ მოიცლით. ეცადეთ, რასაც აკეთებთ, ხარისხიანად გააკეთოთ. საიდუმლოებებს ყველას ნუ გაუმხელთ.

 

ტყუპი - როგორც წესი, ადამიანები ყოველთვის არ აკეთებენ იმას, რაც თქვენ გსურთ. ნუ დაკარგავთ დროს არაფრისმომცემ საქმეებზე, უაზრო ადამიანებზე. განვითარებას მხოლოდ ღირსეულების გვერდით შეძლებთ.

 

კირჩხიბი - თუ დღეს გავლენიან ადამიანთან სიტუაცია დაგეძაბებათ, ეცადეთ, ღირსეულად გეჭიროთ თავი და მშვიდად აუხსნათ სიტუაცია. მტყუანი რომც აღმოჩნდეთ, მისგან პატივისცემას მაინც დაიმსახურებთ.

 

ლომი - სანამ სხვები ღრუბლებში დაფრინავენ, თქვენ გეგმაც უნდა დააწყოთ და განახორცილოთ კიდეც. გარშემო მყოფების დახმარება და სიურპრიზები გელით.

 

ქალწული - გარშემო მყოფების დამხმარე და მშველელი ხართ. დღეს ბევრს დაეხმარებით სირთულეების დაძლევაშიც და განწყობის გაუმჯობესებაშიც.

 

სასწორი - მშვიდად ყოფნას ვერ შეძლებთ, ბავშვობაში ვისაც იცნობდით ისინიც კი შეგეხმიანებიან. მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა და მისთვის გულის გადაშლა მოგიწევთ.

 

მორიელი - შეიძლება ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ეს თქვენ გსურთ. ზოგჯერ გარშემო მყოფები უნდა აიძულოთ, რომ რამე გააკეთონ. მხოლოდ ასე მიიღებთ სასურველს.

 

მშვილდოსანი - ახლობლებს ყვირილით ვერაფერს გააგებინებთ. მით უმეტეს ბავშვებს. იყავით მშვიდი და ყველას მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრეთ.

 

თხის რქა - გადატვირთული ხართ სამსახურის საქმეებითაც და სხვა ვალდებულებებითაც. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი დეტალი, თარიღები გავიწყდებათ. გადადეთ ყველა საქმე და დღევანდელი დღე საკუთარ თავს მიუძღვენით.

 

მერწყული - მოდუნებული ყოფნა კარგია, მაგრამ ისე ნუ მოიქცევით, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგოთ და მერე სხვისი გაფუჭებული საქმეების გამოსწორებამ თქვენ მოგიწიოთ.

 

თევზები - თქვენი განწყობა ამინდზე, გარშემო მყოფებზეა დამოკიდებული. იყავით მშვიდი, არ იკამათოთ. ყველას ყველაფერი გასაგებად აუხსენით, თუ იმსახურებენ, რა თქმა უნდა.