პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2019 20:54
პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს  აუდიტორული ფირმის შესარჩევი პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა. უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება და ცნობილი გახდება აუდიტორული კომპანია, რომელიც  საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების აუდიტს განახორციელებს.

კომისიამ აუდიტორული კომპანია  21 ნოემბრამდე უნდა გამოავლინოს.  როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა  ფირმა „ერნსტ ენდ იანგი“ -მ განახორციელა.​