სოფელ ჩოხში სახალხო დღესასწაული „გოდერძობა“ აღინიშნება
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2019 15:25
სოფელ ჩოხში სახალხო დღესასწაული „გოდერძობა“ აღინიშნება

სოფელ ჩოხში გამოჩენილი გუდამაყრელი მწერლის გოდერძი ჩოხელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღეობა „გოდერძობა“ აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელში მწერლის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება.

დღეიდან გუდამაყრის ხეობასა და მიმდებარე სოფლებში პირველად ჩაირთვება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით განხორციელდა.

ასევე ცნობილი გახდა, მომავალი წლისთვის დაგეგმილია გზების მშენებლობაც, რათა გუდამაყრის ხეობა ტურისტული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი გახდეს.