ბორის ჯონსონმა ევროკავშირს „ბრექსითის“ გადავადების თხოვნით მიმართა
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2019 10:36
ბორის ჯონსონმა ევროკავშირს „ბრექსითის“ გადავადების თხოვნით მიმართა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ევროკავშირს „ბრექსითის“ 2020 წლის იანვრის ბოლომდე გადავადების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ საუბარია ბორის ჯონსონის მიერ ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის, დონალდ ტუსკისადმი გაგზავნილ წერილში.

აღსანიშნავია, რომ წერილის გავრცელებულ ფოტოკოპიაში ჯონსონის ხელმოწერა არ ჩანს.

მანამდე ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონსონმა ტუსკს 3 წერილი გაუგზავნა: ერთი წერილი, რომელის პრემიერის ხელმოწერის გარეშეა; მეორე - წერილი, რომელშიც ჯონსონის პირადი კომენტარებია, სადაც ის "ბრექსითის" გადავადების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გაყვანას 31 ოქტომბრამდე ისურვებდა; მესამე კი ევროკავშირში ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის, ტიმ ბაროუს კომენტარები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთის თემთა პალატამ „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭირა მხარი. ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის გადავადების შესახებ თხოვნა შაბათს, ბრიტანეთის დროით 23:00 საათამდე გადაეგზავნა. 

ამრიგად, "ბრექსითის" ვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირს მოუწევს. მანამდე იგეგმებოდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატვებდა.

 

ტეგები