რაფაელ ნადალი დაქორწინდა
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2019 16:49
რაფაელ ნადალი დაქორწინდა

ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი,  რაფაელ ნადალი დაქორწინდა.  33 წლის სპორტსმენის რჩეული 31 წლის მარია პერელიო გახდა. აწ უკვე მეუღლეს, ნადალი 2005 წლიდან ხვდებოდა.

ცერემონია ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე გაიმართა. მას 350 სტუმარი ესწრებოდა. სტუმრებს შორის იყო ესპანეთის მეფე 1975-2014 წლებში ხუან კარლოს პირველი, მომღერალი ენრიკე იგლესიასი და ლეგენდარული ფეხბურთელი იკერ კასილიასი.
 

ტეგები