მესტია-ზუგდიდის გზაზე სატვირთო მანქანა ენგურში გადავარდა
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2019 20:06
მესტია-ზუგდიდის გზაზე სატვირთო მანქანა ენგურში გადავარდა

მესტია-ზუგდიდის გზის ხაიშის მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.

"პირველი არხის" ინფორმაციით, მანქანა ქელეხის ინვენტარით იყო დატვირთული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანაში მსხდომმა პირებმა გადახტომა მოახერხეს.

მანქანა ენგურიდან სპეციალური ტექნიკით ამოიყვანეს.

ტეგები