საქართველოში 417 000-ს პენსიონერს ბანკის ვალი აქვს
ამობეჭდვა · 21 / 10 / 2019 15:35
საქართველოში 417 000-ს პენსიონერს ბანკის ვალი აქვს

საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს. საპენსიო სესხში ისინი სხვა დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებით, ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, 31%-ს იხდიან და პენსიის მესამედს, 65 ლარს, თვეების და ხშირად წლების განმავლობაში, ბანკში ტოვებენ.

82 წლის რუსუდან ქავთარაძემ საპენსიო სესხი პირველად რამდენიმე წლის წინ გამოიტანა. მედიკამენტების შესაძენად არც ერთი და არც ორი თვის პენსია არ ჰყოფნიდა. იძულებული გახდა „ლიბერთი ბანკისგან“ სესხი აეღო. საპენსიო სესხისთვის საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალი იყო, რომ თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად, მთელ პენსიას ბანაკში ტოვებდა:

„არ ვიცი, რა იყო ასეთი. მაღალი პროცენტი იყოო სესხის დასაფარად დაწესებულიო. კარგად ვერც გავიგე, რას მიხსნიდნენ. ის წამლები კი ვიყიდე მაშინ, მაგრამ რამდენიმე თვე პენსიის გარეშე დავრჩი“.

რუსუდანმა ცოტა ხნის წინ ისევ სესხად გამოიტანა პენსია. ამჯერად ბანკში პენსიის მესამედს, 65 ლარს ტოვებს და 135 ლარით ცდილობს თავის გატანას. პერიოდულად ნათესავები ეხმარებიან. 

 

 

იხილეთ სრულად