პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს პარლამენტში იბარებენ
ამობეჭდვა · 21 / 10 / 2019 15:55
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს პარლამენტში იბარებენ

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს, ლევან ახვლედიანს იწვევს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად.

დეპუტატების აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს ყველა მხარეს ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტის თემაზე, რათა საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი პასუხები და გაიგოს ორივე მხარის პოზიცია.