დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2019 13:11
დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის რვა შეხვედრა გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს ტურნირის 13-გზის ჩემპიონის „რეალის“ თამაში იწვევს. მადრიდელებს ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვთ და თუ დღეს სტამბოლში „გალათასარაის“ ვერ მოუგებენ, ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაუჭირდებათ.

დღევანდელ შეხვედრაში სამეფო კლუბს ტრავმის გამო ორი ლიდერი, ლუკა მოდრიჩი და გარეტ ბეილი ვერ დაეხმარებიან . ამავე ჯგუფში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბრიუგესთან“ ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის ვიცეჩემპიონი „ტოტენჰემი“ კი წინა ტურში „ბაიერნთან“ დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდას“ მიიღებს.

რვიდან ორი შეხვედრა, „შახტარი“- „დინამო ზაგრები“ და „ატლეტიკო“ -„ლევერკუზენი თბილისის დროით 21:00 საათზე, დანარჩენი მატჩები კი, ტრადიციულად, 23:00 საათზე დაიწყება.