არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩევლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2019 14:52
არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩევლებს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩევლებს შეხვდა

შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით განიხილება.

პარლამენტი მუშაობს პარტიების დაფინანსების სისტემის, მედიაში დროის განაწილების, კამპანიის ჩატარების წესების, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების რეფორმაზე საარჩევნო კანონმდებლობაში.