გურამ მაჭარაშვილი: თუ ე.წ წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, ეს საგრძნობლად შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2019 17:46
გურამ მაჭარაშვილი: თუ ე.წ წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, ეს საგრძნობლად შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას

,,პირველ რიგში იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ თუ ზემოხსენებული "მუქარის წერილის დედანი" თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი. ეს გარემოება მნიშვნელოვნად გაართულებს სხვადასხვა სახის კვლევებს, საგრძნობლად შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობასა და სამომავლოდ უტყუარ მტკიცებულებად მათი გამოყენების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, კარგია, რომ პროკურატურა დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს და შედეგებს დამატებით გააცნობს საზოგადოებას“, - ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე განაცხადა.