ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2019 12:43
ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების 5000-ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა. 

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს. საქმე ეხება 20-21 ივნისის აქციებს, რომელიც პარლამენტთან რუსი პოლიტიკოსის გავრილოვის ვიზიტს მოყვა.

ტეგები