"მაგაზე რამდენჯერ უნდა დახვრიტოთ პატასალია და ზედ ნინო შუბლაძე?" - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2019 14:36
"მაგაზე რამდენჯერ უნდა დახვრიტოთ პატასალია და ზედ ნინო შუბლაძე?" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სიციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ესე იგი, ჩემი გასამართლება იმაზე გადაწყვიტეს, 35 მილიონი რატომ ქონდა შემოსავალი ამა და ამ წელს რ2ს და 43 რატომ არაო (ჯერ ერთი ვინ გეკითხებათ, მეორეც, მთლად 44 ქონდა, მარა შევეშვათ).

და 9 საათიან კურიერს რომ თბილისში 1% აქვს რეიტინგი და მთელი საქართველოს საშუალოთი მოამბესთან 1%ს რომ აგებს (3% მოამბე 2% კურიერი, ორივე 9ზე), მაგაზე რამდენჯერ უნდა დახვრიტოთ პატასალია და ზედ ნინო შუბლაძე? 

ps არა და, რამდენი დავცინეთ თავის დროზე მოამბე რომ კურიერს დაასვეს 9ზე. თურმე მაგათ ცოდნიათ ყველაზე ადრე სტრასბურგის გადაწყვეტილება ", - წერს გვარამია.

ტეგები