ავარია ზუგდიდში - დაღუპულია 1 და დაშავებულია 3 ადამიანი
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2019 15:28
ავარია ზუგდიდში - დაღუპულია 1 და დაშავებულია 3 ადამიანი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ნაწულუკუს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

"პირველი არხის" ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მიმავალი „ოპელისა“ და „ვოლსკვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, „ოპელის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტეგები