გახარია ბერა ინავიშვილზე: ქველმოქმედებაზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლობა
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2019 16:15
გახარია ბერა ინავიშვილზე: ქველმოქმედებაზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლობა

ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ორჯერ უსამართლო, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში და ამასთან ერთად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეულ ქველმოქმედების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი.

„ამ დროს, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია და უფრო მეტსაც გეტყვით - ეს არის ის მცდელობა ამოტრიალებული რეალობის, როდესაც ტყუილს სიმართლეს ვეძახით და სიმართლეს საერთოდ ვერ ვხვდებით რა უნდა დავარქვათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ - ეს არის უსამართლობა, ეს არის მიუღებელი, მაშინ განსაკუთრებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ამ ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ასობით მილიონი დახარჯა და დღეს ქვეყანას და საგანმანათლებლო სისტემას ეხმარება იმაში, რომ ევროპული, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა შევქმნათ მომავალი თაობისათვის. ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს არ არის რაღაც ჰაერიდან მოტანილი ციფრები - სამ მილიარდ დოლარზე მეტია ქველმოქმედებაში დახარჯული და შეუძლებელია, როდესაც ქველმოქმედების აქტზე ხდება პოლიტიკური შეტევა, უბრალოდ, გაურკვეველია და უსამართლოა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტეგები