ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს კითხით მიმართა
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2019 17:40
ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს კითხით მიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს კითხით მიმართა და მისი, როგორც მოსამართლის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილებებით დაინტერესდა, რომლებმაც სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

„უზენაეს სასამართლოში თქვენი მუშაობის პერიოდში, ხომ არ გვეტყვით რომელიმე ისეთ გადაწყვეტილებას, რომელშიც თქვენ მონაწილეობდით როგორც მოსამართლე და რომლითაც თქვენ მნიშვნელოვნად ხელი შეუწყეთ სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე თქვენი პოზიცია იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც არის უმაღლეს ისტანციაში და მას აქვს შესაძლებლობა, რომ იზრუნოს ჩვენს ქვეყანაში სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებაზე, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ სტაბილურობას, ჩემთვის საინტერესოა ამაზე პასუხი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ტეგები