გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აპარატის უფროსების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2019 18:06
გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აპარატის უფროსების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მხარდაჭერითა და
ორგანიზებით ქ. სტრასბურგში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აპარატის უფროსების კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვას პარლმენტის აპარატის უფროსები იღებდნენ მონაწილეობას.

შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა დირექტორმა, ვოიცეხ სავიცკიმ გახსნა და ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ამ კონფერენციის ორგანიზების ინიციატივისთვის. მან განსაკუთრებული მნიშვნელობა გამოხატა რეგიონულ ფორმატში პარლამენტის აპარატების თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

კონფერენციის ფორმატში მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა. თავის სიტყვაში გივი მიქანაძემ შეაჯამა საქართველოს პარლამენტის აპარატის თავმჯდომარეობით ბოლო ერთი წლის
განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელის ფორმატში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები. კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან გაწეული საქმიანობა მაღალ დონეზე შეფასდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან დისკუსიის საფუძველზე გადაწყდა, რომ ქსელის აპარატის უფროსები შეთანხმდებიან კონკრეტულ თემატიკაზე, რაზეც მოხდება წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტებისა და
გადამზადებების ორგანიზება.

ქსელის აპარატის წევრებს დამატებით, მცირეხნიანი, გაცნობითი შეხვედრა ჰქონდათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ქალბატონ ლილიან მაური-პასკიესთან.

ტეგები