ნინო წილოსანი ისლანდიის არარეზიდენტ ელჩს ბენედიქტ ასგეისორნს შეხვდა
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2019 18:53
ნინო წილოსანი ისლანდიის არარეზიდენტ ელჩს ბენედიქტ ასგეისორნს შეხვდა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, ნინო წილოსანი ისლანდიის არარეზიდენტ ელჩს ბენედიქტ ასგეისორნს შეხვდა.

შეხვედრაზე, ელჩის ინტერესის გათვალისწინებით, ისაუბრეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. სტუმარი დაინტერესდა საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობით. ნინო წილოსანმა ისაუბრა გენდერული საბჭოს ეგიდით ქალთა უფლებებთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, მათ შორის სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო თემატური მოკვლევების, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის მიმდინარეობას. ნინო წილოსანმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა ამ ფორმატში განხორციელებული ღონისძიებებისა და ანგარიშების შესახებ.

ტეგები