თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ხალხი მოიწამლა, მათ შორის სოფო ტოროშელიძის მცირეწლოვანი შვილი
ამობეჭდვა · 24 / 10 / 2019 15:18
თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ხალხი მოიწამლა, მათ შორის სოფო ტოროშელიძის მცირეწლოვანი შვილი

თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ხალხი მოიწამლა. ამის შესახებ მომღერალი სოფო ტოროშელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„რამოდენიმე დღის წინ რესტორან „ჩემო კარგოს ქარხანა - Chemo Kargo's Factory”-ში, რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე მოიწამლა 4 ადამიანი. მათ შორის არის ჩემი მცირეწლოვანი შვილი. ამჟამად ვიმყოფებით ინფექციურ საავადმყოფოში, საბედნიეროდ ფატალურ შედეგს გადავრჩი, თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს. კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდა სალმონელა ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. მოწამლულია კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის მაქსიმეს მამა და ჩემი 2 მეგობარი, რომლებიც ასევე საავადმყოფოში იმყოფებიან საშინელი ტკივილებით და ასევე ინტოქსიკაციით! მე მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს და როდის?!“, - წერს სოფო ტოროშელიძე.

ტოროშელიძის პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, აღმოჩნდა, რომ იმავე რესტორანში მყოფმა სხვა სტუმრებმაც ძლიერი ინტოქსიკაცია მიიღეს:

„19 ოქტომბერს 8 მეგობარი ვიმყოფებოდით „ჩემო კარგოს ქარხანაში“ (ბელიაშვილზე) მივირთვით ქათმის ე.წ დაფა, რამოდენიმე სალათი. რესტორანი დავტოვეთ 11 საათისთვის და მერე 20 ოქტომბერს მოხდა ინტოქსიკაცია. დიაგნოზი სალმონელა. 7 ადამიანი გავდივართ მკურნალობას ინფექციურ კლინიკაში, იყავით ფრთხილად“, - წერს ლალიკო მძევაშვილი.

newsreport.ge დაუკავშირდა  რესტორან „ჩემო კარგო ქარხანას“, თუმცა მათ განაცხადეს, რომ მოგვიანებით წერილობით გვიპასუხებდნენ. 

 
გუშინ რესტორანში ათამდე ადამიანის მოწამვლის მიზეზი შესაძლოა ბიობიოს ქათმი ხორცი გამხდარიყოთქო, - ინფორმაციას სოფო ტოროშელიძე წერს.