იაპონიაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
ამობეჭდვა · 26 / 10 / 2019 10:22
იაპონიაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში, პრეფექტურა ტიბაში ძლიერი წვიმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

სტიქიის გამო 3000 ადამიანს ღამის გათენება აეროპორტ ნარიტაში მოუწია. შეფერხებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა და ელექტრომომარაგებაც შეზღუდულად მიეწოდებოდა მოსახლეობას.

ძლიერი წვიმის შედეგად ტიბაში 7 მდინარე გადავიდა კალაპოტიდან, 50 ათას ადამიანზე კი ევაკუაციის რეკომენდაცია გაიცა. 

ტეგები